Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უკრაინის სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა
ambebi.ge
26 July 2017, 17:22
უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ლარისა სარგანმა განაცხადა.

2017 წლის 14 ივლისს კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, საუბარია უკრაინის სისხლის სამართლის Advertisement კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომელიც არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

"იქედან გამომდინარე, რომ ეჭვმიტანილი თავს არიდებს გამოძიებას და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლომ მისი დაკავების ნებართვა გასცა", - აღნიშნავს ლარისა სარგანი.

როგორც ლეონიდ ჩერნოვეცკიმ აღნიშნა, მისი ეჭვმიტანილად გამოცხადება გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს შურისძიებაა.
ლეონიდ ჩერნოვეცკი კიევის მერი 2006 წლიდან 2012 წლამდე იყო.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი